2025 წლის 30 ივნისს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ პეტრე ადამაძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ორგანიზაციული კულტურის მართვის თანამედროვე მექანიზმები ქსელურ სასტუმროებში“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი დავით ნარმანია (თავმჯდომარე), პროფესორი ნუგზარ თოდუა (მოადგილე), პროფესორი იოსებ ხელაშვილი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე (მდივანი), ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე, ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი, ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე გულუა, პროფესორი დავით ნიჟარაძე- საქართველოს ეროვნული უნივერსისტეტი, ასოცირებული პროფესორი თინათინ ჟორჟოლიანი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
Date:
12/06/2025